შეავსე ფორმა
კონსულტაცია პარტნიორობაზე
ჩვენი პარტნიორული ქსელი 20-მდე უმსხვილეს ადგილობრივ ქსელს და ათიაათასობით გაყიდვების წერტილს მოიცავს. დაბისთან ერთად შეგიძლიათ მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები, წარმოაჩინოთ ქართული სუნელ-სანელებლების ფართო ასორტიმენტი და დარწმუნებული იყოთ პროდუქციის უსაფრთხოებაში.
ჩვენი კომპანია მარაგდება როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი მაღალი ხარისხის ნედლეულით, რომელიც გადის ყველანაირ პროცედურას რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ნედლეული შედის წისქვილში და ხდება მისი მორევა, მზადდება სხვადასხვა სახის პროდუქტი მაგალითად: ფლავის საკმაზი, ხარჩოს საკმაზი, ლობიოს საკმაზი და ა.შ. ასევე იფქვება შავი პილპილის მარცვალი, ქინძი და ყვითელი ყვავილი. სეზონურობიდან გამომდინარე ვაწარმოებთ ენდროს და ნედლეურის შეძენა ხდება ეტაპობრივათ წლის განმავლობაში. ასევე ვაწარმოებთ მდოგვს, აჯიკას ტყემალს საწებელს კომპოტებს მურაბებს და მწნილებს. კომპანიაში დანერგილია ჰასპის სტანდარტი და ამავე სტანდარტის მიხედვით დატრეინინგებულია ყველა თანამშრომელი. წარმოების პროცესის დროს მკაცრად კონტროლდება სანიტარულ ჰიგიენური ნორმები. დამზადებული პროდუქცია ინახება სპეციალურ ადგილას რის შედმდეგაც გადაეცემა დისტრიბუციია საწყობს შემდგომი რეალიზაციისთვის.