Blog
HACCP
HACCP-ის სტანდარტის დანერგვა საწარმოში 2024 წლის დასაწყისში დასრულდა, პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადამზადდა საწარმოს თითოეული თანამშრომელი, მათ ჩაუტარდათ არა ერთი ტრენინგი სურსათის უვნებლობის მიმართულებით
„საწარმოში განისაზღვრა კრიტიკული წერტილები, ამასთან იდენტიფიცირებულია ყველა სურსათისმიერი საფრთხე და მათი კონტროლისთვის დაწესებულია პრევენციული ღონისძიებები.
ფაქტს რომ ოჯახურის საწარმო, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ სანელებლებს აწარმოებს და ამასთან, საწარმოში დაცულია წარმოების ყველა სტანდარტი და ნორმა, ამას უკვე შესაბამისი დოკუმენტიც ადასტურებს.
HACCP-ის სტანდარტი კომპანია „ემბიჯი სეიფთიმ დანერგა.
როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.
ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.